11:05 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2815)
326901

ვლოგერისა და ფოტოგრაფის გიორგი ჯობავას მეუღლე, ინფუენსერი სალი წვერავა სოციალურ ქსელში მეუღლესთან გადაღებულ ფოტოს ვიდეოს აქვეყნებს

მოგზაური ვლოგერი წყვილი თოვლში გადაღებული რომანტიული ვიდეოს გამო გააკრიტიკეს. ვიდეოში, სადაც წყვილი ერთმანეთს კოცნის, სოციალური ქსელის მომხმარებლები მათმა სითამამემ აღაშფოთა.

„არ გრცხვენიათ?“, „გამაჟრიალა ისეთი ვიდეოა“, „როგორ ბედავთ ასე საჯაროდ სიყვარულობანას“, „გარყვნილებო“, „დედააა აკოცააააა“, „სირცხვილი და თავის მოჭრა“, „2 შვილის დედა ხარ და გრცხვენოდესო, ჯერ არ ითქვა?“,- წერენ ვიდეოს კომენტარებში.

გიორგი ჯობავას და სალი წვერავას უკვე კარგად იცნობენ სოციალური ქსელის მეშვეობით. სიყვარულის ამბავიც ისეთივე ხალასი და გამორჩეული აქვთ, როგორებიც თვითონ არიან - მხიარულები, თავგადასავლების მოყვარულები, ემოციურები და ბევრი კრეატიული იდეის განმხორციელებლები.

ამბობენ, რომ პოპულარობას კარგი საქმეების გასაკეთებლად იყენებენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას გადაღებული ვიდეოებით ყველას აჩვენებენ ჩვენი ქვეყნის სილამაზეს; მიგვანიშნებენ, რომ სახლებში არ უნდა ვისხდეთ და ერთი ღამე მაინც უნდა გავათიოთ ბუნებაში.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2815)

მთავარი თემები