მოგზაური ვლოგერი წყვილი თოვლში გადაღებული რომანტიული ვიდეოს გამო გააკრიტიკეს. ვიდეოში, სადაც წყვილი ერთმანეთს კოცნის, სოციალური ქსელის მომხმარებლები მათმა სითამამემ აღაშფოთა.
View this post on Instagram
„არ გრცხვენიათ?“, „გამაჟრიალა ისეთი ვიდეოა“, „როგორ ბედავთ ასე საჯაროდ სიყვარულობანას“, „გარყვნილებო“, „დედააა აკოცააააა“, „სირცხვილი და თავის მოჭრა“, „2 შვილის დედა ხარ და გრცხვენოდესო, ჯერ არ ითქვა?“,- წერენ ვიდეოს კომენტარებში.
View this post on Instagram
გიორგი ჯობავას და სალი წვერავას უკვე კარგად იცნობენ სოციალური ქსელის მეშვეობით. სიყვარულის ამბავიც ისეთივე ხალასი და გამორჩეული აქვთ, როგორებიც თვითონ არიან - მხიარულები, თავგადასავლების მოყვარულები, ემოციურები და ბევრი კრეატიული იდეის განმხორციელებლები.
View this post on Instagram
ამბობენ, რომ პოპულარობას კარგი საქმეების გასაკეთებლად იყენებენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას გადაღებული ვიდეოებით ყველას აჩვენებენ ჩვენი ქვეყნის სილამაზეს; მიგვანიშნებენ, რომ სახლებში არ უნდა ვისხდეთ და ერთი ღამე მაინც უნდა გავათიოთ ბუნებაში.