22:14 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
821 0 0

ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყნის გზების ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდულია.

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვები დაწესდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ქვეყნის მასშტაბით გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ და მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შემდეგ მონაკვეთებზე:

  • გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ კურორტამდე;
  • ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის;
  • გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
  • ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთი დაკეტილია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის.
  • შიდა ქართლში, აგარასთან საპატრულო პოლიციამ შეაჩერა სატვირთო ავტომობილები, რომლებიც რუსეთის მიმართულებით მოძრაობენ.
  • მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე აკრძალულია მოძრაობა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზეც.
  • ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება.

ამ დროისათვის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა შემდეგ მონაკვეთებზე:

  • რიკოთის ტერიტორიაზე;
  • თბილისის შემოვლით გზაზე;
  • ასევე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ნატახტარი-ხუნევის მონაკვეთზე.

 

მთავარი თემები