10:36 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქრთველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან, რათა ქართველ სტუდენტებს უცხოეთში განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ

 

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ერაზმუს პლიუსისა და ჟან მონეს ონლაინ ზამთრის სკოლის სასწავლო კურსის გახსნის ცერემონაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ონლაინ ზამთრის სკოლა „ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: საქართველო და ევროკავშირის“ გახსნის ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტში“ დღეს გაიმართა. 

მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ერაზმუს პლიუსის პროგრამის წარმატებაზე და აღნიშნა, რომ პროგრამაში, რომელიც წარმატებულ სტუდენტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოდან 6,5 ათასზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

„ვფიქრობ, ამ კურსის ერთ-ერთი შედეგი ისიც იქნება, რომ ახალგაზრდებისთვის უფრო ნათელი გახდება, რა მოუტანა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზამ, რომელსაც ქვეყანა დაადგა ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით... ჩვენი მიზანია კიდევ უფრო პრაქტიკული და მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი სტუდენტებისა და მკვლევარების შესაძლებლობები ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის, კვლევის და გამოცდილების შეძენის კუთხით,“ – აღნიშნა ზალკალიანმა.

ზამთრის სკოლა „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით იმართება, რომელმაც ერასმუს პლიუსის ჟან მონეს პროგრამის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში. აღნიშნული მოდული ასევე ითვალისწინებს აკადემიური გუნდის მიერ კვლევის ჩატარებას და კონფერენციის გამართვას.

ზამთრის სკოლის მონაწილეები „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორებისგან ინტერაქციულ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხების, საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკის, ევროპეიზაციის თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

ზამთრის სკოლის დისკუსიებში ჩაერთვებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ლიდერები და დარგის სპეციალისტები.

ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. გარდა ამისა, ახალგაზრდებს ჟან მონეს მოდულის 2021-2023 წლების სხვა ღონისძიებებში ჩართვისა და დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

მთავარი თემები