International Education Fair Georgia-ზე უცხოეთში სწავლის მსურველ სტუდენტებს სიახლეები ელით

© photo: Sputnik / Stringerთსუ
თსუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენაში 14 ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. განათლების მერვე საერთაშორისო გამოფენა (International Education Fair Georgia 2018) თბილისში Expo-Georgia-ს საგამოფენო დარბაზში 23-24 თებერვალს გაიმართება.

გამოფენაში70-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს 14 ქვეყნიდან — საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, კვიპროსი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, უნგრეთი და შვეიცარია.

სკოლა - Sputnik საქართველო
ახალი ეტაპი სასკოლო განათლების განვითარებაში: მთავრობის პრიორიტეტები

ღონისძიების სტუმრები გაეცნობიან საბაკალავრო, სამაგისტო და სადოქტორო პროგრამებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და მათთვის ყველა საინტერესო კითხვაზე მიიღონ პასუხი, ასევე შეაფასონ, გაეცნონ და შეადარონ საგანმანათლებლო პროგრამები ერთ სივრცეში, და უფრო მეტი გაიგონ სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე, ახალ შესაძლებლობებზე, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტები სთავაზობენ.

International Education Fair Georgia – ძირითადი საგანმანათლებლო გამოფენაა, რომელზეც ასობით მოტივირებული სტუდენტი მსოფლიოს პრესტიჟული სასწავლებლების წარმომადგენლებს ხვდება.

ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოში სტუდენტების, ასპირანტებისა და სკოლის მოსწავლეების 25% ცდილობს უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად მათთვის მისაღები ვარიანტი იპოვოს. განათლების ეს გამოფენა სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც იდეალურ შესაძლებლობას იძლევა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად.

გამოფენის გახსნაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0