22:54 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
20 0 0

იუსტიციის სახლის გარდაბნის ფილიალის მშენებლობა დასკვნით სტადიაშია და უკვე გაზაფხულზე ქალაქის მცხოვრებლები უწყების 450–ზე მეტი მომსახურებით სარგებლობას შეძლებენ

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. გარდაბანში წელს იუსტიციის პირველი სახლი გაიხსნება, ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მიუხედავადფ კორონავირუსის პანდემიისა, იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იუსტიციის სახლის გარდაბნის ფილიალის მშენებლობა დასკვნით სტადიაზეა. ქალაქის მცხოვრებლები უწყების 450–ზე მეტი მომსახურებით სარგებლობას უკვე გაზაფხულზე შეძლებენ.

მშენებლობის პროცესს დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე გაეცნო. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით სერვისების ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალის გაფართოება და სამუშაო ადგილების შექმნა.

„სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო. დღეს საქართველოში მხოლოდ 13 რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. 10 რაიონში მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი უკვე შერჩეულია და პროექტიც მზადაა“, – განაცხადა გიორგაძემ.

იუსტიციის სახლის ფილიალები უკვე მოქმედებს რეგიონის სხვა ქალაქებში და კერძოდ, რუსთავში, მარნეულსა და ბოლნისში.

  • გარდაბნის იუსტიციის სახლის მშენებლობას არქიტექტორი ლევან კაკაურიძე აპროექტებს. შენობის ფართი 1 000-მდე კვადრატული მეტრია. მისი მშენებლობა 2019 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო. ფილიალში 17 პირი დასაქმდება.
იუსტიციის სახლები შენდება ასევე წყალტუბოში, ხაშურსა და სამტრედიაში. 2013 წლიდან იუსტიციის სახლებს მიემატა ფილიალები ზუგდიდში, ფოთში, თიანეთში, ყაზბეგში, ბორჯომში, ლაგოდეხში, ონში, ახალქალაქში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ბოლნისსა და ქარელში.

მთავარი თემები