მოპარული სკამები, დამწვარი ატრაქციონები: 2020 წელს თბილისში ვანდალიზმის 168 ფაქტი აღირიცხა

© photo: Tbilisi City Hall / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
ვანდალიზმის ფაქტების აღმოსაფხვრელად კახა კალაძემ მოსახლეობას მაქსიმალური თანადგომის გამოჩენისკენ მოუწოდა.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. გასულ წელს თბილისში სკვერებისა და პარკების ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანების 168 ფაქტი დაფიქსირდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
თბილისში ორი პარკის განახლება მიმდინარეობს - სამუშაოებს მერი გაეცნო

თბილისის მერმა ვანდალიზმის ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურას განსაკუთრებით იმ პარკებსა და სკვერებში აზიანებენ, რომლებიც ახლად რეაბილიტირებული და მოწესრიგებულია.

„მოპარული სკამები, განზრახ დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი ხელოვნური მწვანე საფარი და ლითონის ღობე, ხერხით გადაჭრილი სკამი, დამწვარი საბავშვო ატრაქციონები, განადგურებული უსაფრთხოების კამერები და სხვ. – ეს არის ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომლებიც ფიქსირდება დედაქალაქში“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა მოსახლეობას დახმარებისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში ვანდალიზმის ფაქტები მოქალაქეების თვალწინ ხდება, რასაც მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყვება.

„ვფიქრობ, საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა იმ სივრცეში, რომლის რეაბილიტაციაც ხდება, უსაფრთხოების კამერები იყოს განთავსებული, მაგრამ საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა, უფრო მეტი აქტიურობა მნიშნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მერიის სამსახურები მზად არიან ვანდალიზმთან საბრძოლველად სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის დამატებითი ღონისძიებები გაატარონ.

ყველა ახალი ამბავი
0