17:45 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
619 0 0

გადაწყვეტილება მოძრაობის შეჩერების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრი გაუარესების გამოა მიღებული

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არსებულ მოსაცდელში 500-მდე ტრაილერის მძღოლი იმყოფება, იუწყება Sputnik-სომხეთი.

საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით გაზრდილი ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  აკრძალულია.

„ამჟამად საქართველოს სამხედრო გზის გახსნას დაახლოებით 500 სატვირთოს მძღოლი ელოდება. ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს ძალისხმევით მძღოლებისთვის გაიხსნა მოსაცდელი პუნქტი, სადაც მათ გათბობა, ჩაის დალევა და მობილური მოწყობილობების დატენვა შეუძლიათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვლადიკავკაზიდან „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტამდე არსებულ მონაკვეთზე არის 80 ადგილზე გათვლილი სამი სასტუმრო, ორი ბენზინგასამართი სადგური, კვების 6 სტაციონარული პუნქტი (120 ადგილზე), ასევე 500 ერთეულ ტექნიკაზე გათვლილი 4 ავტოსადგომი. გარდა ამისა, გამშვები პუნქტის მიმდებარედ მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ფსიქოლოგები და რუსეთის სახელმწიფო ავტოინსპექციის თანამშრომლები.

მთავარი თემები