„ზემო ლარსზე“ 500-ზე მეტი სატვირთო დაგროვდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთოები ლარსზე
სატვირთოები ლარსზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
გადაწყვეტილება მოძრაობის შეჩერების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრი გაუარესების გამოა მიღებული

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არსებულ მოსაცდელში 500-მდე ტრაილერის მძღოლი იმყოფება, იუწყება Sputnik-სომხეთი.

უამინდობა საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება: სინოპტიკოსები საფრთხეებზე საუბრობენ

საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით გაზრდილი ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  აკრძალულია.

„ამჟამად საქართველოს სამხედრო გზის გახსნას დაახლოებით 500 სატვირთოს მძღოლი ელოდება. ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს ძალისხმევით მძღოლებისთვის გაიხსნა მოსაცდელი პუნქტი, სადაც მათ გათბობა, ჩაის დალევა და მობილური მოწყობილობების დატენვა შეუძლიათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვლადიკავკაზიდან „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტამდე არსებულ მონაკვეთზე არის 80 ადგილზე გათვლილი სამი სასტუმრო, ორი ბენზინგასამართი სადგური, კვების 6 სტაციონარული პუნქტი (120 ადგილზე), ასევე 500 ერთეულ ტექნიკაზე გათვლილი 4 ავტოსადგომი. გარდა ამისა, გამშვები პუნქტის მიმდებარედ მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ფსიქოლოგები და რუსეთის სახელმწიფო ავტოინსპექციის თანამშრომლები.

ყველა ახალი ამბავი
0