„აღადგინეთ საქალაქთაშორისო მოძრაობა!“ – სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა აქცია გამართეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმიკროავტობუსი
მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება, მძღოლები დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავენ.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა იყო.

მათი განცხადებით, უმუშევრობის გამო ისინი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, გართულებულია ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებაც, რომლებიც ვერ ახერხებენ ქალაქში ჩასვლას. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, პრობლემები შეექმნათ მოსწავლეებსაც, რომლებიც ბათუმის საჯარო სკოლებში სწავლობენ, ხოლო ტრანსპორტის არარსებობის გამო ხშირად სკოლაში მისვლას ვერ ახერხებენ. 

ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
როდის აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა: მინისტრის განმარტება

აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც კვირის ბოლომდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის პირობა დადეს.

თუ ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება, მძღოლები დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავენ.

ხელისუფლებამ ქვეყნის დიდ ქალაქებში 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების, 15 თებერვლიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში და ღია სივრცეში რესტორნების მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ადრე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ამ ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტული საბავშვო ბაღების, სპორტული დარბაზებისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენაა.

ყველა ახალი ამბავი
0