15:00 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2786)
446 0 0

ბლოგერები – თი მაჭავარიანი, გიორგი ჯობავა და სალი წვერავა მეგობრობენ. მარი ნაკანთან ჩართვისას მეგობრები უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

ფოტოგრაფ მარი ნაკანის „ინსტაგრამ-ლაივში“ ვლოგერი თი მაჭავარიანი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. ლაივი, რომელიც ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით წყვილებს ეძღვნებოდა, წამყვანის კითხვაზე, რა არის მნიშვნელოვანი წყვილის ურთიერთობაში, თიმ აღნიშნა, რომ სექსი, თანაც ისეთი, როგორიც ეს ბლოგერ წყვილს - სალი წვერავასა და გიორგი ჯობავას აქვთ.

 

მარი ნაკანი დაინტერესდა, საიდან ფლობს ამ კონკრეტულ ინფორმაციას და რატომ საუბრობს ისე, თითქოს ნანახი აქვს წყვილის სექსი, რაზეც თიმ აღნიშნა, რომ არ უნახავს, თუმცა მოუსმენია, რამაც „მარის ლაივის“ მონაწილეები გაახალისა.

გიორგი ჯობავას და სალი წვერავას უკვე კარგად იცნობენ სოციალური ქსელის მეშვეობით. სიყვარულის ამბავიც ისეთივე ხალასი და გამორჩეული აქვთ, როგორებიც თვითონ არიან - მხიარულები, თავგადასავლების მოყვარულები, ემოციურები და ბევრი კრეატიული იდეის განმხორციელებლები.

ამბობენ, რომ პოპულარობას კარგი საქმეების გასაკეთებლად იყენებენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას გადაღებული ვიდეოებით ყველას აჩვენებენ ჩვენი ქვეყნის სილამაზეს; მიგვანიშნებენ, რომ სახლებში არ უნდა ვისხდეთ და ერთი ღამე მაინც უნდა გავათიოთ ბუნებაში.

რაც შეეხება თის, საზოგადოებამ ის TikTok-დან გაიცნო. ცოტა ხნის წინ ტატუმასტერ შეყვარებულს ლაშა ჩხაიძეს დაშორდა და ამაზე საჯაროდაც ისაუბრა. როგორც ბლოგერმა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ განაცხადა, ლაშამ ძალიან გაუცრუა იმედები, რადგან სულ სხვანაირად ჰქონდა მათი ურთიერთობის მომავალი წარმოდგენილი.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2786)

მთავარი თემები