Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ისე ამბობ, ნანახი გაქვს როგორი სექსი აქვთ...“ – რა წამოსცდა თი მაჭავარიანს ბლოგერ წყვილზე

© Photo: Sali Tsverava / FBგიორგი ჯობავა და სალი წვერავა
გიორგი ჯობავა და სალი წვერავა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
ბლოგერები – თი მაჭავარიანი, გიორგი ჯობავა და სალი წვერავა მეგობრობენ. მარი ნაკანთან ჩართვისას მეგობრები უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

ფოტოგრაფ მარი ნაკანის „ინსტაგრამ-ლაივში“ ვლოგერი თი მაჭავარიანი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. ლაივი, რომელიც ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით წყვილებს ეძღვნებოდა, წამყვანის კითხვაზე, რა არის მნიშვნელოვანი წყვილის ურთიერთობაში, თიმ აღნიშნა, რომ სექსი, თანაც ისეთი, როგორიც ეს ბლოგერ წყვილს - სალი წვერავასა და გიორგი ჯობავას აქვთ.

 

მარი ნაკანი დაინტერესდა, საიდან ფლობს ამ კონკრეტულ ინფორმაციას და რატომ საუბრობს ისე, თითქოს ნანახი აქვს წყვილის სექსი, რაზეც თიმ აღნიშნა, რომ არ უნახავს, თუმცა მოუსმენია, რამაც „მარის ლაივის“ მონაწილეები გაახალისა.

გიორგი ჯობავას და სალი წვერავას უკვე კარგად იცნობენ სოციალური ქსელის მეშვეობით. სიყვარულის ამბავიც ისეთივე ხალასი და გამორჩეული აქვთ, როგორებიც თვითონ არიან - მხიარულები, თავგადასავლების მოყვარულები, ემოციურები და ბევრი კრეატიული იდეის განმხორციელებლები.

ამბობენ, რომ პოპულარობას კარგი საქმეების გასაკეთებლად იყენებენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას გადაღებული ვიდეოებით ყველას აჩვენებენ ჩვენი ქვეყნის სილამაზეს; მიგვანიშნებენ, რომ სახლებში არ უნდა ვისხდეთ და ერთი ღამე მაინც უნდა გავათიოთ ბუნებაში.

რაც შეეხება თის, საზოგადოებამ ის TikTok-დან გაიცნო. ცოტა ხნის წინ ტატუმასტერ შეყვარებულს ლაშა ჩხაიძეს დაშორდა და ამაზე საჯაროდაც ისაუბრა. როგორც ბლოგერმა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ განაცხადა, ლაშამ ძალიან გაუცრუა იმედები, რადგან სულ სხვანაირად ჰქონდა მათი ურთიერთობის მომავალი წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0