18:44 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (305)
61 0 0

ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ მშობლებმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და სულ უმნიშვნელო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაშიც კი ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა შემთხვევებმა ისევ არ იმატოს და საჭირო არ გახდეს შეზღუდვების გამკაცრება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

საქართველოში ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ, 1 თებერვლიდან ქვეყანაში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ამ დროისათვის უკვე ამუშავებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (შაბათ-კვირის გარდა). ასევე 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებმა სწავლა სკოლებში განაახლეს.

ენდელაძის განმარტებით, საჭიროა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შენარჩუნება, რათა კვლავ არ დაიწყოს ინფიცირების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი მატება და საჭირო არ გახდეს რეგულაციების გამკაცრება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებოა სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

„ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ეს, პირველ რიგში, ეხება მშობლებს. თუ მოხდება ისე, რომ ბავშვს თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომი გამოუვლინდება, არ უნდა გაუშვან სკოლაში. ასევე საფრთხილოა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მინდა ვურჩიო ყველას, ძალიან გადატვირთული ტრანსპორტით ნუ იმოძრავებენ“, – აღნიშნა ენდელაძემ.

ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება რიგი რეგულაციები, მათ შორის, შეზღუდულია ღამის საათებში გადაადგილება, ძალაში რჩება აკრძალვები სათხილამურო კურორტებზე. შეზღუდულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. აუცილებელია პირბადის ტარება, მომხმარებელთა ნაკადების, რიგებისა და დისტანციის მართვა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (305)

მთავარი თემები