რამდენად უსაფრთხოა პირბადე ბავშვებისთვის: ინფექციონისტის განმარტება

© Sputnik / STRINGER სკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
განათლების სამინისტროს მიერ განახლებული პროტოკოლის თანახმად, სკოლის ტერიტორიაზე V-XII კლასების მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა (ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ). 1 თებერვლიდან კი სასწავლო პროცესი აღდგა აჭარაში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, თელავში, უფრო ადრე – ქვეყნის სხვა რეგიონებში. მთავრობის განმარტებით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქება ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის გავრცელების კლებამ გამოიწვია.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. განახლებული რეკომენდაციების თანახმად, V-XII კლასების მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები კი აღნიშნული ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

გამყრელიძის განმარტებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გაიდლაინში აღნიშნულია, რომ 6 წლის ბავშვებისთვის პირბადის ტარება აბსოლუტურად უსაფრთხოა. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ექიმი პირბადის გამოყენების რეკომენდაციებს არ გასცემს. 

მოსწავლეები - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განახლდა: რა შეიცვალა პროტოკოლში

„ექიმის დანიშნულებით, სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ უარი ითქვას პირბადის ტარებაზე. თუმცა, ზოგადად, ძალიან ბევრ ქვეყანაში დღეს სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულოა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით პირბადის ტარება ერთ-ერთი უმთავრესია. თუ 95%-ზე ავიყვანთ ქვეყანაში პირბადის მოხმარების მაჩვენებელს, მაისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 20-30 შემთხვევა იქნება, აღნიშნა მან.

დღეიდან, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლებული წესების დაცვით აღდგა – მათ შორის აუცილებელია პირბადის ტარება, 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა და თერმოსკრინინგი.

ყველა ახალი ამბავი
0