თბილისსა და რუსთავში 139 პოლიციელს ბინები გადაეცა

© photo: Sputnik / Stringerსაცხოვრებელი კორპუსი
საცხოვრებელი კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ახალმოსახლეობა მიულოცა სამართალდამცველებს, რომლებმაც ბინები გლდანის რაიონში ახალაშენებულ კორპუსში მიიღეს.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. თბილისსა და რუსთავში 139 პოლიციელს ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადაეცათ, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2020
თბილისში „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო

ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიან პირობებში მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები.

ამ ეტაპზე თბილისში ბინები საკუთრებაში გადაეცა 83 პოლიციელს, რუსთავში კი 56 პოლიციელს.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო აფინანსებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ხოლო დარჩენილ 60%-ს მესაკუთრე საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით დაფარავს. პროექტში მონაწილე ყველა პირი 77,4 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში მიიღებს.

ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებს შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი აქვს.

ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველი პირები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, კანდიდატებს შორის გამარჯვებულები კი ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.

 

ყველა ახალი ამბავი
0