Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია – ნიკა ალასანიას ულამაზესი რჩეული ჰყავს

© Photo: Nick Alasania / FBნიკა ალასანია
ნიკა ალასანია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი ნიკა ალასანია ამერიკაში ცხოვრობს. ნახეთ რა ლამაზი რჩეული ჰყავს ცნობილი მუსიკოსის დათო ევგენიძის ყოფილ სიძეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას ოჯახის წევრები დიდ ინტერესს იწვევენ. სააკაშვილის ბიძაშვილები ნიკა და გიორგი აქტუალურები მაშინ გახდნენ, როდესაც ცნობილ ქართველ გოგონებზე ლიკა ევგენიძეზე და ელენე დუმბაძეზე დაქორწინდნენ.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ნიკა ალასანიასა და ლიკა ევგენიძის ოჯახი, რადგან ლიკა ჟურნალისტებთან ურთიერთობასაც არ არიდებდა თავს. მათ ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ ქორწინება რამდენიმე წელიწადში დასრულდა. რა გახდა დაშორების მიზეზი, უცნობია.

როცა ლიკა ამერიკიდან მეუღლის, ნიკა ალასანიას გარეშე დაბრუნდა და ისევ ეკრანზე, „რუსთავი 2″-ის ეთერში გამოჩნდა, საუბრობდნენ, რომ ის მეუღლეს გაშორდა, თუმცა თავად ამის შესახებ დასმულ კითხვებს არ პასუხობდა.

ცოტა ხანში კი ლიკა ევგენიძისა და ნიკა კოჩაროვის რომანზე ალაპარაკდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ არც ერთი საუბრობს და არც მეორე, თავიანთ გრძნობებს აღარ მალავენ და ინტერნეტში ერთად გადაღებულ ფოტოებს ტვირთავენ. აღსანიშნავია, რომ ლიკას ორი შვილი - ალექსანდრე და ანა-სოფია ჰყავს.

View this post on Instagram

A post shared by Kelly Kandle (@kellykandle)

ნიკა კოჩაროვიც მეუღლეს დაშორებულია. თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია ისე განვითარდა, რომ საგულდაგულოდ დამალული მეორე ნახევარი მალევე გაიცნო მთელმა საზოგადოებამ. ნიკა კოჩაროვი ბევრისთვის საყვარელ მომღერლად იქცა. ის კონკურს „ევროვიზიაზე“ წარდგენის შემდეგ მეტად პოპულარული გახდა.

View this post on Instagram

A post shared by Jennifer Flora (@floradise_)

როგორც ჩანს, ახალი სიყვარული ლიკას ყოფილმა ქმარმა, ბიზნესმენმა ნიკა ალასანიამაც იპოვა. მისი რჩე­უ­ლი ამ­ჯე­რად უცხო­ე­ლი ქალი კელი ქენდლია. წყვი­ლი ერ­თად მოგ­ზა­უ­რობს და რო­მან­ტი­კულ ფო­ტო­ებ­საც ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ.

ყველა ახალი ამბავი
0