საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას ოჯახის წევრები დიდ ინტერესს იწვევენ. სააკაშვილის ბიძაშვილები ნიკა და გიორგი აქტუალურები მაშინ გახდნენ, როდესაც ცნობილ ქართველ გოგონებზე ლიკა ევგენიძეზე და ელენე დუმბაძეზე დაქორწინდნენ.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ნიკა ალასანიასა და ლიკა ევგენიძის ოჯახი, რადგან ლიკა ჟურნალისტებთან ურთიერთობასაც არ არიდებდა თავს. მათ ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ ქორწინება რამდენიმე წელიწადში დასრულდა. რა გახდა დაშორების მიზეზი, უცნობია.
როცა ლიკა ამერიკიდან მეუღლის, ნიკა ალასანიას გარეშე დაბრუნდა და ისევ ეკრანზე, „რუსთავი 2″-ის ეთერში გამოჩნდა, საუბრობდნენ, რომ ის მეუღლეს გაშორდა, თუმცა თავად ამის შესახებ დასმულ კითხვებს არ პასუხობდა.
ცოტა ხანში კი ლიკა ევგენიძისა და ნიკა კოჩაროვის რომანზე ალაპარაკდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ არც ერთი საუბრობს და არც მეორე, თავიანთ გრძნობებს აღარ მალავენ და ინტერნეტში ერთად გადაღებულ ფოტოებს ტვირთავენ. აღსანიშნავია, რომ ლიკას ორი შვილი - ალექსანდრე და ანა-სოფია ჰყავს.
View this post on Instagram
ნიკა კოჩაროვიც მეუღლეს დაშორებულია. თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია ისე განვითარდა, რომ საგულდაგულოდ დამალული მეორე ნახევარი მალევე გაიცნო მთელმა საზოგადოებამ. ნიკა კოჩაროვი ბევრისთვის საყვარელ მომღერლად იქცა. ის კონკურს „ევროვიზიაზე“ წარდგენის შემდეგ მეტად პოპულარული გახდა.
View this post on Instagram
როგორც ჩანს, ახალი სიყვარული ლიკას ყოფილმა ქმარმა, ბიზნესმენმა ნიკა ალასანიამაც იპოვა. მისი რჩეული ამჯერად უცხოელი ქალი კელი ქენდლია. წყვილი ერთად მოგზაურობს და რომანტიკულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ.