02:35 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (385)
422 0 0

თუ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდება, ამოქმედდება წერტილოვანი შეზღუდვები. ამ შემთხვევაში სკოლამ ჯანდაცვის ადგილობრივ ცენტრს უნდა მიმართოს, სადაც გადაწყვეტილებას მიიღებენ – დისტანციურ სწავლებაზე მთელი სკოლა გადავიდეს თუ კონკრეტული კლასი.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან საჯარო სკოლებში დასწრებითი სწავლება სრულად აღდგა.

15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ანუ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება (ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ). გარდა ამისა, კვების ობიექტები ღია სივრცეში შეძლებენ სტუმრების მიღებას – გარდა უქმე დღეებისა. 

ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებს 1 თებერვლიდან დაუბრუნდნენ.

დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს. ამ არჩევანით სარგებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ.

განათლების სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების მოსწავლეების 12% – 35.732 ბავშვი დისტანციურ სწავლებაზე რჩება.V-XII კლასების მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები კი აღნიშნული ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ საქართველოს საჯარო სკოლები შესაბამისი რესურსებით უკვე აღჭურვა.

სააგენტოს ცნობით, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფილია სადეზინფექციო საშუალებებით, დეზობარიერებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით. 

„სკოლებში ინტენსიურად ხორციელდება მშობლების ინფორმირება სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლებში სანიტარიულ–ჰიგიენური ნორმების შესახებ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

განათლების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს სკოლებში ონლაინ–სწავლებაზე განაცხადის შევსების ან სწავლის ამ ფორმის გაუქმების შესაძლებლობა მშობლებს ყოველ ოთხშაბათს ექნებათ, ამისათვის მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე online.emis.ge. მშობლებს ასევე შეუძლიათ განცხადებით სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ.

ამასთან, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ-ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადონ მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების სურვილის თაობაზე.

თემები:
განათლება საქართველოში (385)

მთავარი თემები