21:03 05 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4985
  • USD3.3190
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
197 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 535-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.200-ს მიაღწია.

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 13 თებერვლისთვის შეადგენს 1,97%, ბოლო 14 დღის - 3,2%, ბოლო 7 დღის - 2,75%. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 12 თებერვალს დადებითობის მაჩვენებელი 2,08%-ს შეადგენდა, 11 თებერვალს - 2,54%-ს.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 535 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 201 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 101, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 42, შიდა ქართლი – 40, ქვემო ქართლი – 36, კახეთი – 36, გურია – 32, აჭარა – 28, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 757 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 257.441-მდე. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 7 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.343-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 4.390 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია  2.004  პაციენტი, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 891, აჭარაში – 165, იმერეთში – 456.

429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 110 პირი, მათგან თბილისში – 73, აჭარაში - 6, იმერეთში – 13.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 277 ადამიანი,  მათ შორის   124 – თბილისში, 139 – აჭარაში, 14 – იმერეთში.

2.109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 226 ადამიანი, მათ შორის,  თბილისში – 108, ხოლო აჭარაში – 52.

თვითიზოლაციაში იმყოფება 11.782 ადამიანი, მათ შორის  თბილისში – 6.421 პირი, აჭარაში – 665, იმერეთში – 1.330.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 535-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.200-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

მთავარი თემები