თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 13 თებერვლისთვის შეადგენს 1,97%, ბოლო 14 დღის - 3,2%, ბოლო 7 დღის - 2,75%. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 12 თებერვალს დადებითობის მაჩვენებელი 2,08%-ს შეადგენდა, 11 თებერვალს - 2,54%-ს.
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 535 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 201 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 101, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 42, შიდა ქართლი – 40, ქვემო ქართლი – 36, კახეთი – 36, გურია – 32, აჭარა – 28, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 757 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 257.441-მდე. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 7 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.343-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 4.390 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.004 პაციენტი, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 891, აჭარაში – 165, იმერეთში – 456.
429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 110 პირი, მათგან თბილისში – 73, აჭარაში - 6, იმერეთში – 13.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 277 ადამიანი, მათ შორის 124 – თბილისში, 139 – აჭარაში, 14 – იმერეთში.
2.109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 108, ხოლო აჭარაში – 52.
თვითიზოლაციაში იმყოფება 11.782 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6.421 პირი, აჭარაში – 665, იმერეთში – 1.330.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 535-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.200-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.