თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
ლეტალური შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა. გუდაუთის მკვიდრი 71 წლის მამაკაცი რუხის კლინიკაში მკურნალობდა.
რეგიონის მასშტაბით არსებულ ექვს კოვიდ–ცენტრში 183 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 53 კოვიდ-პაციენტი გადის – ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 37 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 35 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 19 პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 12 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 27 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 507-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 264.665-ს მიაღწია.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია