COVID-19 საქართველოში – 12 თებერვლის მონაცემები

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 256.684 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.336, კარანტინის რეჟიმშია 304, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.045 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 284 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 507-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 264.665-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 256.684 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 660), გარდაიცვალა – 3.336 (ბოლო 24 საათში – 15), კარანტინის რეჟიმშია 304, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.045 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 284 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 24.359 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16.451, PCR–ტესტით – 7.908.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0