დავით–გარეჯი,  ვაქცინაციის თემა: კიდევ რა საკითხები განიხილა სინოდმა

© photo: Sputnikსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
ბოლოს სინოდი 2020 წლის მარტში შეიკრიბა. მაშინ განხილვის ერთადერთი საკითხი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ზიარების წესის აღსრულების განხილვა იყო.

თბილისი, 11 თებერვალი  – Sputnik. წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის დავით–გარეჯის მონასტრისა და ვაქცინაციის თემაც იყო, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ალექსანდრე ჯაღმაიძემ. 

სინოდის სხდომა 11 თებერვალს - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
აკურთხებს თუ არა ეკლესია ვაქცინაციას – ქართველ მღვდელმსახურთა მოსაზრებები იყოფა

იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლებზეც სასულიერო პირებს უნდა ემსჯელათ, არ გასაჯაროებულა, ამიტომაც მედიის ინტერესი, პირველ ყოვლისა, დღის წესრიგმა გამოიწვია.

„საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას,  მოხდა რიგი საკითხების ზნეობრივი კუთხით შეფასება.  ყველაფერი ეს აისახება ოქმში, რომელიც რამდენიმე საათში გამოქვეყნდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ეს იყო ერთადერთი კომენტარი, რომელიც სინოდის სხდომის შემდეგ მედიასთან გაკეთდა. მღვდელმსახურთა უმრავლესობამ ჟურნალისტებთან კონტაქტი არ ისურვეს და საპატრიარქოს ტერიტორია სხდომის დასრულებისთანავე დატოვეს.

დავით–გარეჯის თემა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის აქტუალურია. ამ ეტაპზე სამონასტრო კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.

კარტოგრაფების საქმე, რომლებსაც ბრალად ედებათ რუკების დამალვა, რის გამოც საქართველოს შეიძლება საკუთარი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი, მათ შორის დავით–გარეჯის ნაწილი დაეკარგა, ქართული ეკლესიის ინტერესს წარმოადგენს. საპატრიარქომ ხელისუფლებისთვის ბოლო მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგის გაგრძელება და სამონასტრო კომპლექსის საქართველოს კონტროლის ქვეშ დაბრუნება.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღლდეგო ვაქცინაციის თემას, სინოდის წევრი სასულიერო პირების განცხადებების თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა.

ყველა ახალი ამბავი
0