18:41 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
6410

პანდემიასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისის გამო 112-ში ოპერატორთა რაოდენობა გაიზარდა. 2020 წლიდან მათ 7 მილიონამდე ზარს უპასუხეს, აცხადებენ უწყებაში.

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანებით 112-ის დღესთან დაკავშირებით ყველა ოპერატორი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის თბილისის ცენტრს ეწვია და 112-ის თანამშრომლებს პანდემიის დროს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობისთვისა და სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ამასთან, სამინისტროს მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ რუსთავის ცენტრის უფროსს გადაეცა.

საქართველოში „112“-ის სამსახურის დასახმარებლად ახალი პორტალი ამოქმედდა>>

უწყებაში აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში 112-ს ფუნქცია დაემატა, როდესაც თითოეულ მოქალაქეს ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე. აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებით 112-ში ოპერატორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„2020 წლიდან ოპერატორებმა 7 მილიონამდე ზარს უპასუხეს. გამომდინარე აქედან, ზარების ეფექტური მართვისთვისა და გადაუდებელი დახმარების ნომერთან შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112-ში ოპერატორების რაოდენობა 115%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2009 წელს ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს, რომელსაც საქართველოსთან ერთად მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.

მთავარი თემები