22:36 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2552)
182 0 0

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პორტალის ამოქმედების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ „112“-ზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი პორტალი ამოქმედდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს და „112“-ის ქოლ-ცენტრს ზარების ნაკადების მართვაში დაეხმარება. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, პორტალი ehealth.moh.gov.ge შეიქმნა იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პირობებში სამედიცინო სფერო უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, კორონავირუსის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს.

„ყველა მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს. ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა პორტალი, რომლის მეშვეობითაც პირადი ნომრის მითითებით მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ პირველადი ჯანდაცვის ქსელის რომელ წარმომადგენელთან და ექიმთან არის გადანაწილებული“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 82 835 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 65 291 ადამიანი, გარდაიცვალა 733 პაციენტი.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა – ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს გადააჭარბა.

ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყანაში ახალი წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდა. 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში იკრძალება როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება. მოქმედებს სხვა აკრძალვებიც.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2552)

მთავარი თემები