თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.157-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 82.835-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 65.291 ადამიანი, გარდაიცვალა – 733, კარანტინის რეჟიმშია 2.735, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.658 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.315 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.