03:51 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (158)
483 0 0

საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტია.

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. ლაგოდეხის ნაკრძალში მოსეირნე დათვი ორ ბელთან ერთად დააფიქსირეს,  ფოტოკადრები საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა

 „ახალგაღვიძებული ორი ფუმფულა ბელი დედასთან ერთად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბაჯბაჯებს“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა და იგი ერთ–ერთი უძველესია კავკასიაში.

ნაკრძალი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტთან ახლოს,  24 259 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული. ლაგოდეხის ნაკრძალის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს გურგენიანის ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 40 მეტრს აღემატება. ნაკრძალის დამთვალიერებლების წინაშე იშლება მდიდარი ფლორა და ფაუნა.

ლაგოდესის სახელმწიფო ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლთა რიცხვში შედის.

ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 520 811 ჰექტარს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (158)

მთავარი თემები