სკოლებში ონლაინ–სწავლებაზე რეგისტრაცია ოთხშაბათობით მოხდება

© photo: Sputnikდისტანციური სწავლება
დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სკოლებში ონლაინ–სწავლებაზე განაცხადის შევსების ან სწავლის ამ ფორმის გაუქმების შესაძლებლობა მშობლებს ყოველ ოთხშაბათს ექნებათ, იუწყება განათლების სამინისტრო. 

ნისწავლე პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
ცნობილია, რომელი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება სავალდებულო სკოლებში პირბადის ტარება

დისტანციური სწავლების მსურველთა რეგისტრაცია გახსნილია სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. მშობლებს შეუძლიათ შვილი დაარეგისტრირონ ვებ-გვერდზე online.emis.ge, ან განცხადებით სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ. 

„მშობლებს ყოველ ოთხშაბათს შესაძლებლობა ექნებათ დაარეგისტრირონ შვილები, ან გააუქმონ რეგისტრაცია და შვილები სკოლაში გაგზავნონ“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში ეს პროცესი 1 თებერვლიდან აღდგა.

განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს მშობლებს, რომ მათ ეძლევათ შესაძლებლობა – გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს ეხება. 

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
ცნობილი გახდა სკოლებში ექსტერნატის ფორმით გამოცდების და მსურველთა რეგისტრაციის თარიღები

ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ-ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადონ მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების სურვილის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სკოლას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან პედაგოგი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. უწყების ცნობით, აღნიშნული პროცესი მასწავლებლის უფლებების გათვალისწინებით და მასთან შეთანხმებით წარიმართება.

საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ – ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს გაკვეთილების ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით, მოქნილად დაგეგმოს ცვლები, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება. 

განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
რეკომენდაციები და სავალდებულოდ შესასრულებელი წესები, რომლებიც სკოლებმა უნდა დაიცვან

თუ მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. 

თუ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდება, ამოქმედდება წერტილოვანი შეზღუდვები.

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვან შემდეგი რეკომენდაციები: სკოლაში წასვლამდე აკონტროლონ მოსწავლის ტემპერატურა – ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიაწოდონ სკოლას ინფორმაცია; უზრუნველყონ მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში; ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მოსწავლის სკოლიდან წაყვანა; დაესწრონ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ–შეხვედრებს.

ყველა ახალი ამბავი
0