COVID-19: სამეგრელო–ზემო სვანეთში ინფიცირების 100-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

© Sputnik / STRINGERეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 57 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 51 ადამიანი.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 95 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონის მასშტაბით არსებულ ექვს კოვიდ–ცენტრში 177 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
კოვიდ–სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 47 კოვიდ-პაციენტი გადის – ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 33 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 32 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ექვსი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 19 პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 15 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 31 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 829-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 263.057-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0