Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„15 წლის წინ“ – ნინო ჩხეიძის ვიზუალური ცვლილები – როგორი იყო ვარსკვლავი ადრე და ახლა?

© Facebook / Nino Chkheidzeნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
მომღერლის რადიკალური ცვლილება გულგრილს არავის დაგტოვებთ. ნინო ჩხეიძე 15 წლის წინ და ახლა – რომელი პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა სელებრითმა?

წარმოუდგენელია, თუმცა 15 წლის წინ ნინო ჩხეიძე ისევე მოდურად გამოიყურება, როგორც ახლა. ამაში თავადაც დარწმუნდებით, როდესაც ძველ და ახალ ფოტოებს შეადარებთ. მომღერალმა ბოლო წლების მანძილზე იმიჯი თვალნათლივ შეიცვალა. დიდი პაუზის შემდეგ მან გარისკა და თმის ფერი გაიღიავა. 2006 წელი თუ 2021? ნინო ჩხეიძის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

ნინო ჩხეიძე ახალი ვარცხნილობით საუცხოოდ გამოიყურება. ელეგანტურ მომღერალს სტილის და იმიჯის შეცვლა ნაკლებად სჩვევია. მას ხშირად კლასიკური სამოსი აცვია და თმა მუდამ შავად აქვს შეღებილი. ცოტა ხნის წინ კი „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო დადო, სადაც თმა ღიად აქვს შეღებილი.

ყველასთვის საყვარელი მომღერალი და სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრი ნინო ჩხეიძე აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. მისი სიმღერები თბილისის ქუჩებში ჟღერს. მუსიკოსი ახალი ჰიტებით ერთგულ მსმენელს ხშირად ანებივრებს. მისი პროდიუსერი და მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელიც ნინოს კარიერის დაწყებისას ძალიან ეხმარებოდა.

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი შეიცნოს. რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი, კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე გამოსასვლელად ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0