Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ხელი უპრობლემოდ მოაწერა...“ – რატომ თქვა რუსკა მაყაშვილმა გვარზე უარი 13 წლის ასაკში

© photo: courtesy of Ruska Makhashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ყველასათვის ცნობილი მსახიობი რუსკა მაყაშვილი პატარა ასაკში დედის გვარზე გადავიდა. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ვარსკვლავმა მამის გვარზე უარის თქმა

ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. მთელი საქართველო მაყაშვილების დიდ ოჯახს საკუთარი ოჯახივით იცნობს.

რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე ნაადრევად იქორწინა. მალე ორი გოგონა გაუჩნდათ და პრობლემებიც დაიწყო. წყვილმა ერთად სულ 5 წელი იცხოვრა. ურთიერთობა მაშინ აირია, როდესაც გოგონების მამამ ხატვა დაიწყო და ამ ყველაფერს ფინანსური პრობლემები მოჰყვა.
რუსკა და ნინუცა ცხვედიანების მამა დაოჯახებული იყო და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გოგონებს პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა მამამ პირველი ქორწინებიდან შვილების სახელები ახსენა და რუსკა და ნინუცა დაივიწყა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გოგონებს მამის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალათ და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ დედის გვარზე გადავიდოდნენ და მაყაშვილები გახდებოდნენ.
რუსკა მაყაშვილი „მარაოს“ გადაცემაში „უხერხული კითხვები“ იხსენებს: „მიუხედავად იმისა, რომ პატარები ვიყავით, მე 13 წლის და ნინუცა ბევრად პატარა, დამოუკიდებლად გადავწყვიტეთ ოჯახის წევრებისთვის გვეთქვა, რომ გვინდა დედის და ბიძის (ბიძინას) გვარზე გადასვლა. ვინც გვაჭმევს და ვინც გვივლის, იმის გვარი გვინდა“.
ცხოვრების ამ ეტაპზე, როდესაც რუსკა დაოჯახებულია და შვილი ჰყავს, ხოლო ნინუცა ქმარს დაშორებულია, მაგრამ წლების წინ ვაჟი გაუჩნდა, გოგონებმა მამასთან ურთიერთობა დაალაგეს. მაგრამ მაინც ვერ აპატიეს, რომ კურიერის მიტანილ წერილზე გვარის შეცვლასთან დაკავშირებით კოკა ცხვედიანმა ხელი მოაწერა.
„ყველაზე მტკივნეული მაინც ის იყო, როდესაც კურიერმა საბუთი მიუტანა, სადაც ეწერა, რომ მისი შვილები სხვა გვარს მიიღებდნენ და მან ხელი უპრობლემოდ მოაწერა. დღეს ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი წელი გავიდა. ერთხელ მოვიდა და მოგვიყვა ყველაფერი. გულის სიღრმეში ვერ ვპატიობთ, იმიტომ რომ არ მესმის როგორ შეიძლება შვილი ერთხელ არ მოინახულო, ან მოიკითხო“, – ამბობს მსახიობი.
არავინ იცის, მომღიმარი, მუდამ ამყოლი და პოზიტიური ადამიანების გულის სიღრმეში რა იმალება. ასეთები არიან რუსკა, ნინუცა და თამარ მაყაშვილები. მრავალი პრობლემისა და დრამატული ისტორიების მიუხედავად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მხოლოდ დადებითს უზიარებენ თეატრიდან, კინოსა თუ ტელეეკრანებიდან.

 

მასალა განახლებულია. პირველადი ვერსია გამოქვეყნებულია 2019 წლის 30 მაისს.

ყველა ახალი ამბავი
0