ჩხოროწყუში მერის გადადგომას ითხოვენ

© photo: Sputnik / Nika Latariaსაპროტესტო აქცია ჩხოროწყუში
საპროტესტო აქცია ჩხოროწყუში - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც მერიაში მოსწავლეები შენობის დასუფთავების მიზნით შეიყვანეს.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან, სადაც ქალაქის მერისა და სხვა ოფიციალური პირების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები მერიაში არ შეუშვეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

მერიის შენობასთან შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას, მეორე საჯარო სკოლის დირექტორის ნონა თოდუას და საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის დირექტორის ლია ჯალაღონიას გადადგომა მოითხოვეს. 

უმკაცრესი რეაგირება: გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
უმკაცრესი რეაგირება: გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა

როგორც ჩხოროწყუს საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რამაზ გულუამ განაცხადა, გოგუა სათანადოდ ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და „მოძალადე თანამშრომლებს", რომლებმაც არასრულწლოვნების უფლებების დარღვევის ფაქტი სოციალურ ქსელში გაამართლეს, სამსახურიდან არ ათავისუფლებს. 

© photo: Sputnik / Nika Latariaსაპროტესტო აქცია ჩხოროწყუს მერიასთან
ჩხოროწყუში მერის გადადგომას ითხოვენ - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
საპროტესტო აქცია ჩხოროწყუს მერიასთან

„დავით გოგუა არ ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოწოდებას და მომხდარ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას არ ახდენს. სანამ ის ხელს აფარებს მოძალადე თანამშრომლებს, ვფიქრობთ, რომ ისიც ამ სიბინძურის თანამონაწილეა", – განაცხადა აქციაზე რამაზ გულუამ.

რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექტორთან შეთანხმებით, სკოლის მოსწავლეები „დასუფთავების აქციაში“ ჩართო და მათ ჩხოროწყუს მერიის შენობაში საპირფარეშოების დასუფთავება დაავალა. შესაბამისი ორგანოები ფაქტით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას თქმით, მერია საქმის კურსში არ იყო და როგორც კი ფაქტის შესახებ გაიგეს, ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 150-ე („იძულება“) მუხლით დაიწყო.

ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტს გამოეხმაური საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მისი თქმით, ხელსუფლებას ამ საკითხზე უმკაცრესი რეაგირება ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს სწავლობენ საქართველოს განათლების სამინისტრო და სახალხო დამცველის აპარატიც.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0