საქართველოში შემოსვლა გამარტივდა: დეტალები საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებისთვის

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ უცხოელები, რომლებმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს და შესაბამისი დოკუმენტი აქვთ.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. რეგულარული ავიარეისების აღდგენასთან ერთად 1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა მარტივდება როგორც უცხოეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ არის გარკვეული პირობები.

საქართველომ 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტა თავისი სახმელეთო და საჰაერო საზღვრები. ზაფხულში გაიხსნა საზღვრები ე.წ. მწვანე ქვეყნებიდან შემომსვლელებისთვის, თუმცა ამან ტურისტულ დარგებს ვერ უშველა.

როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმი სწრაფად და უსაფრთხოდ - სექტორის ხუთპუნქტიანი გეგმა>>

ტურიზმის სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა. ახლა რეგულარული რეისების გახსნა მათთვის ნამდვილი ხსნა შეიძლება აღმოჩნდეს.

აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2021
ვაქცინაცია ან PCR–ტესტი: საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის პირობები

პირობები უცხოელებისთვის

საქართველოში უპირობოდ შემოსვლის იმედი უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ უცხოელებს, რომლებმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს და ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი გააჩნიათ.

ქვეყანაში გარკვეული შეღავათებით შემოსვლა შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, მათ შორის, ტრანზიტით, ერთი პირობით – მათ უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი. ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს კი საკუთარი ხარჯებით განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, მოქმედი რეჟიმი დარჩება სახმელეთო საზღვრებთან დაკავშირებით. პრემიერ გიორგი გახარიას დავალებით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში საკონტროლო–გამშვები პუნქტების გავლით შემოსვლის წესების შემუშავებაზე, პარალელურად წარმოებს ეპიდემიოლოგიური ტენდენციების მონიტორინგი. შესაბამის გადაწყვეტილებას ვითარების დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღებენ.

აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2021
საქართველო იმ პირებისთვის, ვინც ვაქცინაცია გაიარა, საზღვრებს ხსნის

პირობები საქართველოს მოქალაქეებისთვის

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნებისას მათთვის იქნება სავალდებულო თვითიზოლაციის წესი. მათ ექნებათ არჩევანის საშუალება – წარმოადგინონ უარყოფითი PCR–ტესტი და რვა დღით თვითიზოლაციაში გადავიდნენ, ან კიდევ ერთი PCR–ტესტი გაიკეთონ საკუთარი ხარჯით ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს.

თუ მოქალაქეს არ ექნება PCR–ტესტი უარყოფითი პასუხით, მას სავალდებულო რვადღიანი იზოლაციის გავლა მოუწევს.

აქამდე ქვეყანაში შემომსვლელ საქართველოს მოქალაქეს უნდა წარმოედგინა უარყოფითი PCR–ტესტი და გაევლო რვადღიანი სავალდებულო იზოლაცია. თუ მას ტესტი არ ექნებოდა, მაშინ სავალდებულო იყო 12-დღიანი იზოლაცია.

ამგვარად, ამ ეტაპზე როგორც უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა, ისე ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ უცხოეთში გამგზავრება.

ყველა ახალი ამბავი
0