15:04 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (121)
93 0 0

საქართველოს საპატრიარქომ მღვდელმსახურის მონანიების წერილი გაავრცელა, მაგრამ თავად ჯერ არ გადაუწყვეტია, რა სახის სასჯელს იმსახურებს ის ამგვარი ქადაგებისთვის.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. დეკანოზი თადეოზ სარალიძე მრევლსა და საქართველოს პატრიარქს შენდობას სთხოვს ქადაგებისთვის, რომელმაც საზოგადოებაში დაბნეულობა და აღშფოთება გამოიწვია.

სკანდალი მღვდელმსახურის ირგვლივ მას შემდეგ აგორდა, რაც 24 იანვარს სოციალურ ქსელში დეკანოზის საკვირაო ქადაგების ვიდეო გავრცელდა. მასში ისმოდა ქსენოფობიური და „ქურდული სამყაროს“ იდეალიზაციის განცხადებები. მაგრამ ყველაზე მტკივნეული საზოგადოებისთვის ქადაგების ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც საუბარი იყო ბავშვებზე. დეკანოზის თქმით, „თუ ბავშვი პარაზიტია, მუდმივად ტელეფონში იყურება, არ ვარგა სპორტში, არ დადის ეკლესიაში, ჯობს, რომ პატარა ასაკშივე მოკვდეს და სამოთხეში მოხვდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს“.

მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის თხოვნის წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახური ავრცელებს. წერილში დეკანოზი აღიარებს, რომ ქადაგება არაკორექტული იყო.

„მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება“, – აღნიშნულია წერილში.

დეკანოზის თქმით, არაკორექტული ქადაგება გავრცელდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.

„ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან“, – დაწერა დეკანოზმა.

მძიმე შინაარსის ქადაგებას კრიტიკულად აფასებენ ქართველი თეოლოგები. მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დეკანოზი სიძულვილის ენით ქადაგებს, და საპატრიარქო ეკლესიიდან მის განკვეთაზე უნდა დაფიქრდეს.

„ფაქტის სიმძიმიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია მისი განკვეთა, რამეთუ იგი უკვე მრავალი წელია საკმაოდ დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა.

მღვდელმსახური ანდრია სარია მიიჩნევს, რომ კონკრეტულად ამ სასულიერო პირის ქადაგება არ შეესაბამება საეკლესიო მოძღვრებას და დანაშაულის ელემენტებს შეიცავს.

„მისი შემდგომი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო შეგნებული ქადაგება, იმიტომ რომ მან არ უარყო თავისი სიტყვები, რაც წინარე ქადაგებაში თქვა. მას აუცილებლად უნდა შეუჩერდეს მღვდელმოქმედება, იმიტომ რომ გაავრცელა აგრესიული, ასევე უცოდინარი თეოლოგიური სწავლებები“, – განაცხადა სარიამ.

ამ ქადაგებამ სოციალური ქსელი ააფეთქა – საქართველოს მოსახლეობა თავის პოსტებში დეკანოზ თადეოზ სარალიძეს არა ღმერთის, არამედ ჯოჯოხეთის მსახურს უწოდებდა.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (121)

მთავარი თემები