პატრიარქი ბავშვების თხოვნებისა და ლოცვების წიგნად გამოცემას გეგმავს

© photo: Sputnikილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და ბავშვები და მრევლი დალოცა.

„ეს არის უდიდესი დღესასწაული. წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა... პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის. სწორედ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხალხისა. ჩვენ დღეს ვკითხულობთ, რაც დღეს ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი არ ხდება ღვთის გარეშე“, – ბრძანა ილია მეორემ. 

ზესტაფონი - Sputnik საქართველო
დღეს საქართველოში ბარბარობა აღინიშნება

პატრიარქმა მოუწოდა ბავშვებსა და ახალგაზრდებს, დაწერონ და მას გაუგზავნონ სურვილები, ლოცვები და წერილები, რომელსაც იგი მომავალში ერთ წიგნად გამოსცემს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები. შეუძლებელია, რომ უფალმა ჩვენი შვილების ლოცვები არ შეისმინოს... დაწერეთ და მიმართეთ უფალს, როგორც საკუთარ მამას და იგი აუცილებლად გაგაძლიერებთ“, – განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ დასძინა, რომ წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველია და იგი აუცილებლად შეისმენს მათ გულისწადილს.

საქართველოში წმინდა ბარბარეს ოდითგან სცემენ თაყვანს. მხოლოდ თბილისში მისი სახელობის ოთხი ეკლესიაა, რომელთაგან ერთ-ერთი VIII საუკუნისაა. ამ დღეს ბევრ ქართულ ოჯახში, ხალხური ტრადიციისამებრ, ლობიანს აცხობენ და ბარბარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რიტუალს – მეკვლეობის წესს იცავენ.  

ყველა ახალი ამბავი
0