09:03 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (265)
51 0 0

სპორტულ–გამაჯანსაღებელი სექტორის წარმომადგენლები პანდემიის პერიოდში შემოსავლის წყაროს გარეშე, ფინანსური ვალდებულებების წინაშე პირისპირ დარჩნენ.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. მწვრთნელები და ფიტნეს-ინსტრუქტორები სპორტული დარბაზების გახსნის მოთხოვნით თბილისში აქცია-პერფორმანსს გამართავენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

აქციის მონაწილეები თბილისში, მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან და სახელმწიფო კანცელარიის მიმართულებით მსვლელობით გაემართებიან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი 1 თებერვლიდან იწყება, თუმცა როდის შეეხება რეგულაციების მოხსნა ფიტნეს-დარბაზებს, ჯერჯერობით უცნობია.

რამდენიმე დღის წინ თბილისის სპორტულ–გამაჯანსაღებელი კლუბების ხელმძღვანელებმა მთავრობას თხოვნით მიმართეს, გადახედოს სპორტისა და დასვენების სექტორის ფინანსურ და საგადასახადო ვალდებულებებს.

კერძოდ, სპორტულ–გამაჯანსაღებელი კლუბების დამფუძნებლები სექტორის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლებას, ასევე სესხებისა და სალიზინგო ვალდებულებების სუბსიდირებას ითხოვენ.

რა შემთხვევაში შერბილდება კოვიდ-შეზღუდვები: ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გაიმართა>>

კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ რესტორნების, ტურისტული კომპანიებისა და სამთო-სათხილამურო კურორტების წარმომადგენლებმაც გამართეს აქციები.

მთავრობაში კი აცხადებენ, რომ დაგეგმილზე ადრე შეზღუდვები მოიხსნება ან შერბილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება და შვიდი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (265)

მთავარი თემები