05:03 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
75 0 0

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ლიეტუვის ტერიტორიაზე კარანტინი გასული წლის 16 დეკემბერს გამოცხადდა და 31 იანვრამდე უნდა ყოფილიყო ძალაში

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებული კარანტინი 2021 წლის 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო აქვეყნებს.

ლიეტუვაში კარანტინის პერიოდში დაკეტილია არასასიცოცხლო მნიშვნელობის სავაჭრო ობიექტები, სკოლები და უნივერისტეტები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე არიან გადასულები. გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის აკრძალულია მიმოსვლა, ასევე აკრძალულია ისეთი მომსახურება, რომელიც გულისხმობს 15 წუთზე ხანგრძლივ ფიზიკურ კონტაქტს ( მათ შორის სილამაზის სალონები) და სხვ.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით: ტელ.: +370 527 36959, +370 687 74797; ასევე, ელ-ფოსტის მისამართზე: vilnius.emb@mfa.gov.ge.

ლიეტუვაში საქართველოს ოფიციალური სახელწოდება შეცვალეს >>

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლიეტუვაში კორონავირუსის 180 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსს 2.7 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

 

მთავარი თემები