15:55 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
21910

ამგვარად, ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოიყენებს სახელწოდებას „საქართველო“

თბილისი, 11 იანვარი - Sputnik. ამიერიდან ლიეტუვა ოფიციალურ დოკუმენტებში ჩვენს ქვეყანას მოიხსენიებს, როგორც „საქართველოს“. ამის შესახებ ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე აუდრის ანტანაიტისმა სააგენტო BNS-ს განუცხადა.

ლიეტუვაში ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს ავთენტური სახელწოდების გამოყენების გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა.

„ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება „საქართველოს“ ითვალისწინებდა, როგორც ქვეყნის მეორე არაოფიციალურ სახელწოდებას. საჭირო იყო გარდამავალი პერიოდი იმისათვის, რომ დაგვენახა საზოგადოების მზადყოფნა, მიეღო ეს სახელწოდება. ნათელია, რომ ის უჩვეულოდ სწრაფად დამკვიდრდა საზოგადოებაში. მე ვვარაუდობდი 20 წელიწადს, ის კი ორ წელიწადში დამკვიდრდა. ეს, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო“, - განუცხადა ანტანაიტისმა BNS-ს.

ამასთან, ანტანაიტისმა აღნიშნა, რომ სახელწოდება „გრუზიას“ კვლავინდებურად გამოიყენებენ, ანუ მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება საჯარო სივრცეში.

2018 წლის მაისში ლიეტუვამ „საქართველო“ აღიარა მეორე არაოფიციალურ სახელწოდებად „გრუზიას“ პარალელურად. ასე აღნიშნეს ლიეტუვაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ამიერიდან კი ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მიმართ სახელწოდება „საქართველოს“ გამოყენება ოფიციალურად დაიწყო.

მთავარი თემები