13:12 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1267)
105 0 0

სპეციალისტების განცხადებით, ბოლო დროს კიბერთაღლითობის და სხვისი თანხის მითვისების შემთხვევები გახშირდა.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს საბანკო ასოციაცია მოსახლეობას კიბერთაღლითობის ახალი ფორმების შესახებ აფრთხილებს.

ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო დროს დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, რომლის შედეგად მომხმარებლებმა ფინანსური ზარალი ნახეს. კიბერთაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა „ფიშინგი“, რომლის მიზანია ინტერნეტ-მომხმარებლის პერსონალური მონაცემების თაღლითური გზით მოპოვება. 

თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ვებ-გვერდების მსგავსი, ყალბი ე.წ. ფიშერული გვერდების რეკლამას ახორციელებენ. ასეთი გვერდების მისამართი ხშირ შემთხვევაში კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილი მისამართების მსგავსია. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში იხსნება ყალბი ვებ-გვერდი, რომელშიც მომხმარებელს საკუთარი პერსონალური მონაცემების შეყვანას (პაროლი, საბანკო ბარათის ნომერი და სხვ.) სთხოვენ.

„გთხოვთ არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე, ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებ-გვერდის რეალური მისამართი. ყურადღებით დააკვირდით იმ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის ვებ-გვერდზე იმყოფებით. ზოგიერთ შემთხვევაში გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის Google-ის საძიებო ველში რომელიმე კონკრეტული ბანკის სახელწოდების მოძებნის ნაცვლად მისამართის ველში პირდაპირ კომერციული ბანკის ვებ-გვერდის მისამართი ჩაწერონ.

ორგანიზაცია მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1267)

მთავარი თემები