12:30 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (382)
59 0 0

ეს არც პირველი და, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი აქციაა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისა, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში 75 ათასს აჭარბებს.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან იმ სტუდენტების მორიგი აქცია გაიმართა, რომლებსაც სწავლის საფასურის დავალიანების გამო შეჩერებული აქვთ სტატუსი.

განათლების სამინისტროსთან შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტები საკითხის გადაჭრას მოითხოვენ>>

შეკრებილებს ორი მოთხოვნა ჰქონდათ – მათთვის სტატუსის აღდგენა და სწავლის საფასურის განახევრება.

ისინი ასევე განათლების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას მოითხოვენ.

ამავე მოთხოვნებს შეიცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრეს-ცენტრის“ პეტიცია, რომელსაც 10 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. სტუდენტები ასევე მოითხოვენ კანონის მიღებას, რომელიც სწავლის საფასურს დაარეგულირებს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან მათ უამრავი პრობლემა გაუჩნდათ და ეს მხოლოდ ფინანსებთან არ არის დაკავშირებული. მათ მოუწიათ ონლაინ–სწავლებაზე გადასვლა, გაჩნდა უწყვეტი ინტერნეტის, ტექნიკის საჭიროება. არიან ოჯახები, სადაც, მაგალითად, ორი სტუდენტია და მათ ერთდროულად სჭირდებათ კომპიუტერი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 75 803 სტატუსშეჩერებული სტუდენტია.

თემები:
განათლება საქართველოში (382)

მთავარი თემები