როდის აღდგება თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა – პრემიერის განმარტება

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე
გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ტრანსპორტის გაჩერება მოსახლეობის მობილობის შემცირებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ინფიცირების შანსს ამცირებს.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თუ უახლოეს ერთ კვირაში კორონავირუსის დადებითი შემთხვევების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, მაშინ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი და ეკონომიკის ცალკეული დარგები მუშაობის განახლებას შეძლებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: სანამ ინფიცირება მაღალია, ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი შეუძლებელია

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ სამ ქალაქში ტრანსპორტი მუშაობას მხოლოდ 1 მარტისთვის დაიწყებს.

„როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, ჩვენ შევძლებთ წარმოდგენილი გახსნის გეგმა დავაჩქაროთ... ჩვენთვის მიზეზ–შედეგობრივი კავშირი უკიდურესად მნიშვნელოვანია და თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს თანმიმდევრული. ჩვენი საბოლოო მიზანია ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კოვიდ-სტატისტიკის მიხედვით, თბილისი ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ ლიდერია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსზე ტესტირებისას დადებითი შემთხვევების მაჩვენებელმა 11,6% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0