COVID-19 საქართველოში: ვითარება სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია ქვეყანაში
ეპიდემია ქვეყანაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 193 ადამიანი მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 67 კოვიდ–პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 38, აქედან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 27 პაციენტი, მათ შორის მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 კოვიდ–ინფიცირებულია მოთავსებული, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში მკურნალობს 20 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ კი 23.

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით  გამოჯანმრთელდა 81 და გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.816-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0