თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 107 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ – სამეგრელო - ზემო სვანეთი.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 44, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 26, გურია - 21, შიდა ქართლი - 19, აჭარა - 18, ქვემო ქართლი - 13, სამცხე-ჯავახეთი -12.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.311 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 243.396-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 16 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.071-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 7.323 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.223 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 623, აჭარაში - 226, იმერეთში - 611.
706 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 195 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში- 1, იმერეთში - 25. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 402 ადამიანი, მათ შორის 203 - თბილისში, 131 - აჭარაში, 20 - იმერეთში. 3.698 პირი მკურნალობს ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 515 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 205, აჭარაში - 107, ხოლო იმერეთში - 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 18.709 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11.364 პირი, აჭარაში - 1.125, იმერეთში - 1.846.
COVID-19 საქართველოში – 25 იანვრის მონაცემები>>
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.816-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.