კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 998-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 252 972-ს მიაღწია.

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 998 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 448 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარდა 162.67 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 8.855, PCR ტესტით - 7.412. შესაბამისად, დადებითი პასუხი ტესტების 6%-მა აჩვენა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია. რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 170, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 116, შიდა ქართლი - 68, ქვემო ქართლი - 51, კახეთი - 50, აჭარა - 31, გურია - 31, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ციხე - Sputnik საქართველო
პენიტენციური სამსახური: ბიძინა ესებუას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.892 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240.629-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 16 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.038-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.279 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.302 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.632, იმერეთში - 663, აჭარაში - 251.

694 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა (აქტიური შემთხვევების 7,5%). ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 204 პირი. აქედან თბილისში - 154, აჭარაში - 1, იმერეთში - 25.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 444 ადამიანი. მათ შორის 210 - თბილისში, 159 - აჭარაში, 23 - იმერეთში.

ბინაზე 5.533 პირი მკურნალობს (აქტიური შემთხვევების 60%).

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 216, აჭარაში - 111, ხოლო იმერეთში - 9.

კრიზისი ეკონომიკაში - Sputnik საქართველო
საქართველოში ტურისტების პირველი ჯგუფები, შესაძლოა, უკვე გაზაფხულზე შემოვიდნენ

თვითიზოლაციაში იმყოფება 19.786 ადამიანი, მათ შორის თბილისში -11.299 პირი, იმერეთში - 2.062, აჭარაში - 1 400.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 998-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 252.972-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0