რიჟვაძე: ეპიდვითარების სტაბილურობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა. აღნიშნულ გეგმაში ცვლილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მოხდება.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ძალაში რჩება, მნიშვნელოვანია, რათა მობილობა იყოს კონტროლირებადი და შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შესაძლებელი გახდეს ეპიდვითარების სტაბილურობის შენარჩუნებაც, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

შეზღუდვები, რომელიც 1 თებერვლიდან გაუქმდება: სრული ჩამონათვალი>>

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში 1 თებერვლიდან მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

„მთელმა მსოფლიომ შეძლო უკვე გარკვეული გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვება. აჭარაც არ არის გამონაკლისი. პირველ რიგში, საფრთხე არ უნდა შეექმნას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მეორე მხრივ, ეკონომიკურ საქმიანობას მეტი დინამიკა უნდა შევძინოთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოუწოდა მოსახლეობას, ბიზნეს-სექტორსა და პედაგოგებს, მკაცრად დაიცვან არსებული რეკომენდაციები, ისარგებლონ ტესტირების პროგრამით, რაც ვირუსის სწრაფი გამოვლენისა და მასზე რეაგირების საშუალებას იძლევა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
1 თებერვლიდან ხუთ ქალაქში ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა განახლდება

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება.

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აჭარაში 1 თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 მარტამდე გახანგრძლივდა>>

ამასთან, 1 თებერვლიდან ბათუმში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. ღია და დახურული ბაზრობები კი 15 თებერვლიდან გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0