16:18 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (277)
3016 0 0

28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა ეპიდვითარების დასტაბილურებაზე პირდაპირი გავლენა იქონია, მაგრამ, ეპიდემიოლოგების განცხადებით, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების გეგმა ასეთია:

1 თებერვლიდან:

– აღდგება რეგულარული ავიარეისები

– საქართველოს ხუთ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და სკოლებში სასწავლო პროცესი

– ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი

– აჭარაში საქმიანობას განაახლებენ ღია ტიპის კვების ობიექტები

– ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და ფოთში ე.წ. კარანტინი უქმე დღეებში იმოქმედებს, როდესაც შაბათ–კვირას არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არ იმუშავებს მაღაზიები, რესტორნები და კაფე–ბარები

15 თებერვლიდან:

- ყველა ქალაქში  გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები 

შეზღუდვები, რომლებიც რჩება:

– ძალაში რჩება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა

– იკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება

– არ იხსნება ზამთრის კურორტები

– 21:00 საათიდან  05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა

– სავალდებულოა პირბადის ტარება

– იკრძალება მასობრივი ღონისძიებების გამართვა

– აკრძალულია სპორტდარბაზებისა და აუზების მუშაობა

1 მარტიდან

– თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება

– ქვეყნის მასშტაბით საქმიანობას განაახლებენ სკოლები და საბავშვო ბაღები

–  პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან

– აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა

– მუშაობას განაახლებენ ზამთრის კურორტები

– გაუქმდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ქუჩაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა

როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნულ გეგმაში ცვლილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მოხდება.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (277)

მთავარი თემები