თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების გეგმა ასეთია:
1 თებერვლიდან:
– აღდგება რეგულარული ავიარეისები
– საქართველოს ხუთ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და სკოლებში სასწავლო პროცესი
– ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი
– აჭარაში საქმიანობას განაახლებენ ღია ტიპის კვების ობიექტები
– ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და ფოთში ე.წ. კარანტინი უქმე დღეებში იმოქმედებს, როდესაც შაბათ–კვირას არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არ იმუშავებს მაღაზიები, რესტორნები და კაფე–ბარები
15 თებერვლიდან:
- ყველა ქალაქში გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები
შეზღუდვები, რომლებიც რჩება:
– ძალაში რჩება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა
– იკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება
– არ იხსნება ზამთრის კურორტები
– 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა
– სავალდებულოა პირბადის ტარება
– იკრძალება მასობრივი ღონისძიებების გამართვა
– აკრძალულია სპორტდარბაზებისა და აუზების მუშაობა
1 მარტიდან
– თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება
– ქვეყნის მასშტაბით საქმიანობას განაახლებენ სკოლები და საბავშვო ბაღები
– პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან
– აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა
– მუშაობას განაახლებენ ზამთრის კურორტები
– გაუქმდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ქუჩაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა
როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნულ გეგმაში ცვლილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მოხდება.