ბიძინა ესებუას COVID-19 დაუდასტურდა – ქუთაისის საპყრობილეში კარანტინი გამოცხადდა

© Facebook / Special Penitentiary Service of Georgiaდეზინფექცია
დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა–შენახვა–ტარებას ედავება.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულის, ძებნილი ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას, რომელიც ასევე ბრალდებულია და სასჯელს ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, COVID-19 დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, ამ დროისათვის ესებუასთან ერთად საკანში მყოფი ექვსი პატიმარი იზოლაციაში იმყოფება, ხოლო დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული. 

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლიკა  - Sputnik საქართველო
ესებუების საქმე გაიყო: ბიძინა ესებუას საქმე ცალკე წარმოებაშია

ადვოკატის თქმით, ბიძინა ესებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობით სასამართლოს კვლავ მიმართავს.

ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.

ბადრი ესებუას გამოძიება ტერორიზმს ედავება, ხოლო ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0