ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიზამთრის გზები
ზამთრის გზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთებში, დასახლებულ პუნქტებსა და სანაპიროზე დიდთოვლობაა. უამინდობის გამო გაძნელებულია სატრანსპორტო მოძრაობა

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ქობულეთის შემოვლითი გზა სრულად გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქობულეთის მახლობლად ტრასაზე თოვლის გამო რამდენიმე ავარია მოხდა, რამაც გზის გაწმენდითი სამუშაოები შეაფერხა.

„ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობის შეფერხება და საცობი გამოიწვია, რამაც 2-3 საათის განმავლობაში შეუძლებელი გახადა ადგილზე მობილიზებული ტექნიკის მიერ თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ქობულეთის შემოვლით გზაზე  მოძრაობა თავისუფალია. 

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0