პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ბრალდებებს არ ეთანხმება

© photo: Sputnik / Stringerციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებს არა ადმინისტრაცია, არამედ კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. მაყურებლები აკონტროლებენ.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებს სახელმწიფო აკონტროლებს და არა კრიმინალური ავტორიტეტები, ასე უპასუხა საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის განცხადებას.

ევროპის საბჭო პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობით ინტერესდება>>

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებს კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. მაყურებლები მართავენ. მან განაცხადა, რომ დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ არაერთხელ ჰქონდა ადგილი მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებს, ხოლო აპარატს არა აქვს საშუალება, რომ საპატიმროებში სრულფასოვანი მონიტორინგი განახორციელოს.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ლომჯარია მთავრობას პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობაზე რეაგირებას სთხოვს

ლომჯარიამ დახმარების თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრად ღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. ამას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

იქვეა მოყვანილი სტატისტიკა. მაგალითად, დადგენილების საფუძველზე 60 მსჯავრდებული, რომლებიც სხვა პატიმრებზე გავლენას ცდილობდნენ, ნახევრად დახურული პენიტენციური დაწესებულებებიდან დახურულში გადაიყვანეს. ამიტომ საუბარი კრიმინალური ავტორიტეტების გავლენაზე პენიტენციურ სისტემაზე სიცრუეა და ამ ინფორმაციის გავრცელება ერთადერთ მიზანს – საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, ნათქვამია განცხადებაში.

ციხე - Sputnik საქართველო
ქსნის ციხეში მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველს დაწესებულება დაატოვებინეს

რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატისადმი მსჯავრდებულების მიმართვიანობის შემცირებას, პენიტენციურ სამსახურს ომბუდსმენის ოფისთან პატიმრების ხელმისაწვდომობაზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია, რადგან მათ უფასო მიმოწერისა და სატელეფონო კავშირის უფლება აქვთ, აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ის ვერ იმოქმედებს ომბუდსმენის ან მისი აპარატისადმი, ან ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან პირისადმი პატიმრების დამოკიდებულებაზე. თუ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები სახალხო დამცველის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ეს მხოლოდ მათი პირადი დამოკიდებულებაა და ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს, აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ყველა ახალი ამბავი
0